გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.
ზრდა მუდმივი პროცესია. BukaLabs არის თქვენი პარტნიორი ამ გზის ყველა ეტაპზე. მიუხედავად იმისა, ახლა იწყებთ, აფართოებთ წარმატებულ ბიზნესს, თუ არსებულის გაუმჯობესებას ცდილობთ, ჩვენ გთავაზობთ ციფრულ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს თქვენი წარმატებისთვის.
თქვენი ბიზნესის წარმატება ონლაინ სივრცეში იწყება პროფესიონალური ვებსაიტით და სრულდება ეფექტური, ავტომატიზებული სისტემებით. BukaLabs-ი გთავაზობთ ციფრული გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს.
ჩვენ ვქმნით ვებსაიტებს (მარტივი HTML-დან WordPress e-commerce-მდე), რომლებიც თქვენი ბრენდის სახეა და სრულ კონტროლს გაძლევთ მის იმიჯზე. დაფიქრდით: როგორ გსურთ, რომ მომხმარებლებმა დაგინახონ ონლაინ? როგორ უნდა გიპოვონ? რა პირველი შთაბეჭდილება უნდა დაუტოვოთ მათ? პროფესიონალური საიტი ამ კითხვებზე პასუხია — ის ზრდის თქვენს სანდოობას, გხდით მარტივად მოსაძებნს Google-ში (SEO) და მომხმარებელს დადებით გამოცდილებას უქმნის, განსაკუთრებით მობილურზე. ის აერთიანებს ყველა საკონტაქტო არხს, სოციალურ მედიასთან ერთად, და გაძლევთ საშუალებას, სწორად შეაგროვოთ და შეინახოთ მომხმარებლის ინფორმაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფესიონალურ, დომენზე დაფუძნებულ ელ.ფოსტაზე.
მაგრამ თანამედროვე ბიზნესი ვებსაიტის მიღმაც გრძელდება. ჩვენი მეორე მთავარი მიმართულებაა AI და ავტომატიზაცია (n8n). დრო ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. თქვენი პროცესების რომელ ნაწილში კარგავთ ყველაზე მეტ დროს რუტინულ ამოცანებზე? რა დავალების შესრულება შეეძლო AI-ასისტენტს ან/და აუტომატიზაციას, რომელიც მზად არის 24/7-ზე და მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც დაავალებთ? ჩვენი მიზანია, პროცესები გავხადოთ არა უბრალოდ ავტომატური, არამედ — ჭკვიანი და მარტივი.
ჩვენი AI ასისტენტები გეხმარებათ ამ დროის დაზოგვაში: ისინი მუშაობენ თქვენს Facebook, Instagram და WhatsApp არხებზე, პასუხობენ კითხვებს, ეხმარებიან ჯავშნებში, აგროვებენ ლიდებს და ასრულებენ გაყიდვების შემდგომ სერვისს. ეს არ არის უბრალო ჩატ-ბოტი; ეს არის თქვენი პირადი ასისტენტი, რომელსაც შეგიძლიათ მისცეთ დავალება, მაგალითად: “შეატყობინე ამ მომხმარებლებს, რომ მათი შეკვეთა იგვიანებს” და ის ამას პერსონალურად, სახელების გამოყენებით გააკეთებს. ჩვენ ვაკავშირებთ სხვადასხვა აპლიკაციას, ვქმნით კალენდრებს, ვგზავნით შეხსენებებს და ვაანალიზებთ მონაცემებს, რათა თქვენი პროცესები იყოს ორგანიზებული და ეფექტური. რეალურად, თითქმის ყველაფრის ავტომატიზება შესაძლებელია — ჩვენ გვჭირდება მხოლოდ იდეა და შევეცდებით, ის ციფრულ რეალობად ვაქციოთ.
ვებსაიტისა და აუტომატიზაციის მხარდაჭერის გეგმა (აუთსორსინგი და ჰოსტინგი)
თქვენი ციფრული აქტივების უსაფრთხოება და განახლება
ვებსაიტის ან ავტომატიზაციის სისტემის შექმნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ამ ციფრული აქტივების ფლობა მოითხოვს მუდმივ ყურადღებას — ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. პერიოდული განახლებები, უსაფრთხოების მონიტორინგი და სხვა ტექნიკური ნიუანსები ხშირად რთული და გაუგებარია მათთვის, ვინც ამ სფეროს პროფესიონალი არ არის.
BukaLabs-ი გთავაზობთ “ვებსაიტის მხარდაჭერის” სრულ გეგმებს, რომლებიც გაძლევთ კომფორტს და გარანტიას.
ჩვენი მთავარი მიზანია, მოგცეთ სრული სიმშვიდე: თქვენ ფოკუსირდით თქვენს მთავარ საქმეზე, ტექნიკურ დეტალებს კი ჩვენ მივხედავ.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი საიტებისა და ავტომატიზაციების უსაფრთხო ჰოსტინგს, მუდმივ მონიტორინგს, ყოველდღიურ სარეზერვო ასლებს (Backups) და სისტემის დროულ განახლებას.
ეს სერვისი ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ პროფესიონალი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს თქვენს ციფრულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ შეგვიძლია:
- სრულად ვმართოთ ეს პროცესები თქვენთვის (აუთსორსინგი).
- გასწავლოთ მათი მართვა და ვიყოთ თქვენი საიმედო მხარდაჭერა, როდესაც დახმარება ან ხარვეზის (Breakdown) აღმოფხვრა დაგჭირდებათ.

საწარმოო ბიზნესში, დანადგარის ყოველი გაჩერებული საათი პირდაპირი ფინანსური ზარალია. დღეს CNC როუტერები და ლაზერული დანადგარები წარმოადგენს არა მხოლოდ დიდი ქარხნების, არამედ ბევრი მცირე და საშუალო კომპანიის (მათ შორის, სარეკლამო სახელოსნოების და მარკეტინგული სააგენტოების) ერთ-ერთ მთავარ სამუშაო იარაღს.
BukaLabs-ს, როგორც ეფექტურობის ექსპერტს, სრულად ესმის ამ მანქანების კრიტიკული მნიშვნელობა. ჩვენი გუნდი ფლობს ღრმა ტექნიკურ ცოდნას, რათა თქვენი დანადგარები მუდმივად მზადყოფნაში იყოს.
გაქვთ მსგავსი პრობლემები?
- დანადგარი მოულოდნელად გაჩერდა და გჭირდებათ სწრაფი დიაგნოსტიკა?
- ლაზერმა “დააკლო სიმძლავრე” და ვეღარ ჭრის მასალას? (სავარაუდოდ, მილაკია შეცვლა ან სარკეების გასწორებაა საჭირო).
- დანადგარი არაზუსტად მუშაობს და ზომებში სცდება? (საჭიროებს X, Y, Z ღერძების კალიბრაციას).
- გაგიფუჭდათ კონკრეტული ნაწილი და გჭირდებათ სათადარიგო ნაწილის მოძიება?
- გსურთ, თავიდან აიცილოთ მომავალი პრობლემები და ჩაატაროთ გეგმიური სერვისი?